კეთილი იყოს თქვენი მობრძანება TerraTech ის პროექტში -
რობოტი მაღაროელი და ჭკვიანი უნიფორმა

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება TerraTech-ში, ხუთკაციან გუნდში საქართველოდან, რომლებიც არიან სამთო ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური პროექტის შემქმნელები. ჩვენი ინოვაცია შეიცავს რობოტ მაღაროელს, ჭკვიან უნიფორმას და ყოვლისმომცველ ჭკვიან სამონიტორინგო და სავენტილაციო სისტემას. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო და მაღალ-ტექნოლოგიური გარემო საქართველოს მაღაროებში. TerraTech ის მრავალფეროვანი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს და თითოეულ წევრს აქვს უნიკალური უნარები რათა დღევანდელი სამწუხარო რეალობა სამუდამოდ შეიცვალოს. ჩვენი პროექტი არის პასუხი, ცნობილ ტრაგედიებსა და გამოწვევებს ქართულ სამთო სფეროში, რომელიც ეძღვნება ინდუსტრიის პრობლემების მოგვარებას და შერბილებას. შემოგვიერთდით სამთო მომავლის ფორმირებაში - სადაც მიწა და ტექნოლოგია ერთმანეთს ერწყმის და შეიქმნება გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიოზე ხანგრძლივ გავლენას მოახდენს.

...

გუნდის მიზანი

TerraTech-ის მიზანია რევოლუცია მოვახდინოთ სამთო ინდუსტრიაში ინოვაციური გადაწყვეტილებების საშუალებით, რომლის პრიორიტეტია უსაფრთხოება, ეფექტურობა და მდგრადობა. ჩვენი მისიაა შევამსუბუქოთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველოს სამთო სექტორი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით, რომლებიც აძლიერებენ საოპერაციო სტანდარტებს და იცავენ მაღაროელების კეთილდღეობას.

/static/media/circle1.bcc50a5a77b7d6e198dc.png/static/media/circle2.f2439f6e6a274df47711.png/static/media/circle3.eafdf33b1c2c295dd5fe.png
/static/media/circle5.76883572b65a27030fa8.png/static/media/circle4.03100543638cc221ddc0.png

გუნდის წარმომავლობა

TerraTech შედგება ერთგული მეგობრებისაგან. ჩვენი მრავალფეროვანი გუნდი აერთიანებს უამრავ უნარებსა და გამოცდილებას, რომელიც ქმნის გარემოს სადაც კოლექტიური გარემო ხელს უწყობს ინოვაციურ წინსვლას.

პროექტის მიმოხილვა


რობოტი მაღაროელი

ჩვენი რობოტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაღაროში სახიფათო გარემოს განეიტრალებასა და კავშირის დამყარებას სამონიტორინგო სისტემასთან. რობოტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მონაცემების შეგროვება, რომელზეც მუდმივი წვდომა აქვს სამონიტორინგო სამსახურს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რობოტი მოსალოდნელ საშიშროებას აფიქსირებს, რამაც შესაძლოა მაღაროელის სიცოცხლე გადაარჩინოს. რობოტის ძირითადი ფუნქციებია:

1) მავნე აირების დაფიქსირებას და ფილტრაცია
2) მაღაროს 3D რუკის შექმნა
3) ჭკვიანი სავენტილაციო სისტემასთან კავშირი
4) მძიმე ობიექტების გადაზიდვა
5) თვითდატენვა
6) პირველადი დახმარების გაწევა

აღსანიშნავია რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ სამუშაოს რობოტი ასრულებს დამოუკიდებლად, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მისი მართვა შესაძლებელი იქნება პულტის მეშვეობითაც.


ჭკვიანი უნიფორმა

ჭკვიანი უნიფორმა შედგება 4 კომპონენტისაგან: ჩაფხუტი, ტანსაცმელი, ქამარი და ფეხსაცმელი. უნიფორმა აგროვებს, მაღაროელების სასიცოცხლო მონაცემებს როგორიცაა: მათი წნევა, პულსი, ტემპერატურა და სხვა. იგი აგროვებს ინფორმაციას მათთან ახლო მდებარე აირებზე და გარემოზე, ხოლო საშიშროების შემთხვევაში ხმოვან სიგნალს გამოსცემს თვით მაღაროელისთვის და ასევე ატყობინებს სამონიტორინგო სისტემას. უნიფორმის საშუალებით შესაძლებელია თითოეული მაღაროელის ადგილმდებარეობის დადგენა რაც საშიშროების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის შანსებს გაცილებით ზრდის. ყველა ზემოჩამოთვლილი მონაცემი ავტომატურად ისახება სამონიტორინგო სისტემაზე. უნიფორმის ერთერთი უნიკალური ფუნქცია არის სიარულისას ელექტროენერგიის გამომუშვება რაც ზოგავს მაღაროს ელექტროენერგიის მოხმარებას. აქედან გამომდიანარე უნიფორმას შეუძლია თავისი თავი ამარაგოს უწყვეტი ელექტროენერგიით რაც მაღაროელებს შეუმსუბექბს თავიანთ სამუშაოს.


ჭკვიანი სავენტილაცო სისტემა

წარმოგიდგენთ ჭკვიან სავენტილაციო სისტემას, რომელიც არის ინოვაციური გადაწყვეტა, მაღაროელების ჯანმრთელობაზე. მოწინავე სენსორებისა და რეალურ დროში ანალიტიკის გამოყენებით, ჩვენი სისტემა არეგულირებს ჰაერის ნაკადს, უზრუნველყოფს ჰაერის ოპტიმალურ ხარისხს და ამცირებს საფრთხეებს. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ის ადაპტირდება მაღაროს მრავალფეროვან გარემოსთან, ამცირებს ენერგიის მოხმარებას და გარემოზე ზემოქმედებას. გარდა ამისა, ის ითვალისწინებს მაღალ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვეულებრივი ვენტილაციის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ სავენტილაციო სისტემის მართვა შესაძლეელია დისტანციურად, ადამიანის საფრთხეში ჩარევის გარეშე აძლიერებს ოპერაციულ ზედამხედველობას, სამუშაო გარემოს და ადამიანის უსაფრთხოებას.


მონიტორინგის სისტემა

წარმოგიდგენთ ჩვენს სამონიტორინგო სისტემას, რომლის მთავარი მიზანია მაღაროში დაამყაროს უსაფრთხოება და ეფექტურობა. ეს ინოვაციური გადაწყვეტა სცილდება ტრადიციულ მონიტორინგს და გთავაზობთ რეალურ დროში, მაღაროში ყველა მაღაროელის სიას მათი უნიფორმიდან მოწოდებული სასიცოცხლო მაჩვენებლებით, როგორიცაა პულსი, წნევა, ტემპერატურა და მათ გარშემო ჰაერის ხარისხს. სამონიტორინგო სისტემის საშუალებით შესაძლებელია მაღაროს მთლიანი სავენტილაციო სისტემის მართვა, ის ავტომატურად უზრუნველყოფს მაღაროში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი ხელით მართვა. სისტემას ასევე გააჩნია რუკა, სადაც ნაჩვენებია თითოეული მაღაროელის მდებარეობა, დავალებული სამუშაო და სავენტილაციო წერტლების ძირითადი ადგილები. კრიტიკულ სიტუაციებში, ყოველ წამს აქვს მნიშვნელობა და ეს ყოვლისმომცველი სამონიტორინგო სისტემა, ქმნის ერთგვაირ სიმბიოზს სხვა კომპონენტებთან ერთად, იგი წარმოადგენს სიცოცხლის გადარჩენის ძალას, რომელიც ხაზს უსვამს ერთიანი, მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას ქართულ და უცხოურ სამთო ინდუსტრიაში.

შეეხეთ!
......

გამოყენებული კომპონენტები


Raspberry Pi4

...

ROS 2-humble

...

ESP32

...

Flysky transmiiter and reciever

...

ერთი ცხენის ძალის მქონე ძრავი რეზინის მუხლუხოთი

...

კონსულტაცია

  • ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური შახტა ლაბორატორია
  • დავით კუპატაძე
  • ავტანდილ კუპატაძე
  • მერაბ მეგრელიძე

განსაკუთრებული მადლობა


  • უტა კილასონია
  • ალექსანდრე ჯელია
  • გიორგი გობაძე
  • დავით კუპატაძე
  • ზუგდიდის და ბათუმის ტექნოპარკი
  • გიგა ფარულავა

ჩვენი გუნდი